მარტის მოვლენებზე დაკავებულ ირაკლი ჩხვირკიას თავდებად ელისო კილაძე უდგება

07 ოქტომბერი 2017, 00:00 2866 ნახვა

ბათუმის მოვლენებზე სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩხვირკიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ქრონიკა პლიუსის რეაქტორმა ელისო კილაძემ სასამართლოს თავდებით მიმართა. კილაძე საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას,  ჩვირკაიას გათავისუფლების შემთხვევაში ბრალდებული ითანამშრომლებს და არ დაემალება გამოძიებას.  განცხადებით ,,ქრონიკა პლიუსის'' რედაქტორმა უკვე მიმართა სასამართლოს. 

ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ბრალდებულები პატიმრობაში უნდა დატოვოს მოსამართლემ, რადგან არსებობს მიმალვის, დანაშაულის ჩადენის ან მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებული მერაბ ღოღობერიძე არ ესწრება. მას რამდენიმე დღის წინ ოპერაცია ჩაუტარდა. დღეს პროცესზე მოწმეებს არ დაკითხავენ, სასამართლო ბარლდებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით იმსჯელებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში