ერთფეროვანი შუქნიშანი ბაგრატიონზე

07 ოქტომბერი 2017, 00:00 5442 ნახვა

ბათუმში, ბაგრატიონისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში, ქვეითად მოსიარულეთა შუქნიშანზე მხოლოდ წითელი ფერი ანთია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოძრაობა აკრძალულია.

 

ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა, საავტომობილი გზის მეორე მხარეს გადასვლა რისკის ფასად უწევთ. საფეხმავლო გადასასვლელთან დიდხანს უხდებათ ლოდინი უცხოელი ტურისტებსაც.

ბათუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საქმის კურსში არ იყო. გიორგი ჩხეიძის განმარტებით, ფეხით მოსიარულეთა შუქნიშანი, სავარაუდოდ ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების დროს დაზიანდა. მისივე თქმით,  ხარვეზის გამოსასწორებლად სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე უკვე გაგზავნა.

ფოტო: თამილა სურმანიძე

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში