ნობელის კომიტეტი მშვიდობის დარგში პრემიის გამარჯვებულს დღეს დაასახელებს.

06 ოქტომბერი 2017, 00:00 3202 ნახვა

ნობელის კომიტეტი მშვიდობის დარგში პრემიის გამარჯვებულს რამდენიმე საათში დაასახელებს. კანდიდატების სრული სია ტრადიციულად გასაიდუმლოებულია.  წელს პრემიაზე 318 კანდიდატია ნომინირებული, მათ შორის 103 ორგანიზაცია. 
ნორვეგიული „მსოფლიო პრობლემების კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ჰენრიკ ურდალი მიიჩნევს, რომ  პრემია ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ერთობლივი სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის გაიცემა. 
ფავორიტებს შორის ნორვეგიელი ექსპერტები ასევე  გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატს ასახელებენ, რომელმაც პრემია უკვე ორჯერ, 1954 და 1981 წლებში მიიღო. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში