მელაშვილის ქუჩის მცხოვრებლების პროტესტი

05 ოქტომბერი 2017, 00:00 3461 ნახვა

ბათუმში, მელაშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა დღეს ინვესტორს სახლზე დაშენების საშუალება არ მისცეს. მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მათი ინფორმაციით, კორპუსი თავდაპირველი პროექტით 6 სართულიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მას ორი სართული დაამატეს.

აღმოჩნდა, რომ ინვესტორი კიდევ ორი სართულის დამატებას გეგმავს. კორპუსი მერიას ჩაბარებული არ აქვს, მშენებელ კომპანიას კი სამშენებლო ნებართვა 2018 წლის ივლისამდე აქვს მიცემული. ადგილზე მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ.  რატომ გაიცა ნებართვა დამატებით 4 სართულის მშენებლობაზე, მერიის არქიტექტურის სამსახურში ამ ეტაპზე კომენტარი არ გაკეთებულა. 

ამავე კატეგორიაში