ბათუმს განაშენიანების გენერალური გეგმა სავარაუდოდ წელიწადნახევარში ექნება

29 სექტემბერი 2017, 00:00 3044 ნახვა

კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი, რომელიც საკრებულოს გადაწყვეტილებით მთავრობას გადაეცა იახტკლუბთან მდებარეობს. საუბარია დაახლოებით 1000 კვ მეტრზე. ქონების მართვის სამსახურის უფროსის განცხადებით, მთავრობა ტერიტორიის ინვესტორისთვის პირდაპირი წესით გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით გადაცემას აპირებს.

გოგა ლომაძის განცხადებით, პროექტის მიზანი იახტკლუბის ტერიტორიის განვითარებაა. როგორც სხდომაზე განმარტეს, სანაპირო ზოლში საინვესტიციო პროექტის განხორციელებით ერთ-ერთი კომპანიაა დაინტერესებული. დღესვე საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალება.

არქიტექტურის სამსახურის უფროსის ირაკლი ახალაძის თქმით, უახლოეს პერიოდში საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდება, რომლის ღირებულებაც დღეს არ დაუკონკრეტებიათ. გამარჯვებულმა კომპანიამ უკვე დამტკიცებული ტექნიკური პირობების შესაბამისად, ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დაახლოებით წელიწად ნახევრის ვადაში უნდა შეიმუშაოს.  

ამავე კატეგორიაში