მეწყერმა პრობლემა 11 ოჯახს შეუქმნა

24 სექტემბერი 2017, 00:00 4265 ნახვა

ქობულეთის გამგებელის მოადგილის ინფორმაციით,  მეწყრულმა პროცესებმა პრობლემა 11 ოჯახს შეუქმნა. დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია საგანგებოდ შექმნილ შტაბში ეტაპობრივად შედის.

"შტორმია, უამრავი შეტყობინებაა. სერიოზული პრობლემა 11 ოჯახს შეექმნა, მეწყერია ჩამოწოლილი. ამჟამად ერთი ოჯახის გამოყვანა მოხდა სახლიდან. მძიმე სიტუაცია იყო და ევაკუაცია სამაშველო სამსახურმა ჩაატარა. ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს და იწმინდება გზები. ძირითადად, ჩახერგილია და მოძრაობა შეზღუდულია სოფელ ქობულეთთან კონდიდის და ზედა სამების მიმართულებით. ჭახათის მიმართულებით აღდგა მოძრაობა. შექმნილია შტაბი, შეტყობინებები შემოდის და ადგილზე გასვლით ვსწავლობთ სიტუაციას" - მალხაზ რომანაძე. 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში