ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი

22 სექტემბერი 2017, 00:00 3361 ნახვა

24 სექტემბრიდან აჭარა ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვების საშუალება ნებისმიერ მსურველს სოფელ სახალვაშოს, ჩაისუბნის, ასევე ჭოროხის დელტასა და კოლხეთის ეროვნულ  პარკში შეეძლებათ.

ერთკვირიანი ფესტივალი კონფერენციით გაიხსნება, რომელსაც უცხოელი ექსპერტები დაესწრებიან. ფრინველების მიგრაციაზე დაკვირვების საშუალება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლებათ. რეგისტრაციისთვის მათ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებს უნდა მიმართონ. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში