გიორგი ანდრიაძე პრეზიდენტს თურქეთის მოქალაქეებისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებაში ადანაშაულებს

21 სექტემბერი 2017, 00:00 3061 ნახვა

გიორგი ანდრიაძე გიორგი მარგველაშვილს თურქეთის მოქალაქეებისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებაში ადანაშაულებს. საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ღია წერილით პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა.

მიმართვაში ის საკანონმდებლო ორგანოს  შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვას სთხოვს. „ საქმე ეხება 2016 ან 2017 წლებში პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ თურქეთის მოქალაქის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს წინაშე გაწეული ღვაწლისათვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების შესახებ. “ - აღნიშნულია განცხადებაში 

ამავე კატეგორიაში