ყოფილი პოლიციელი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

20 სექტემბერი 2017, 00:00 2307 ნახვა

მოქალაქეების სიტყვიერი შეურაცხყოფა, გასროლა და საქმეში დაზარალებულად ცნობილი 6 პირი – ამ საქმეში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი გათავისუფლებულია. არსებითი განხილვა გრძელდება. საბოლოო გადაწყვეტილებამდე, არჩილ დევრიშაძეს პატიმრობა, გირაოს სანაცვლოდ, თავისუფლებით შეეცვალა.

რომან ქათამაძე, ანუ ადამიანი, რომელიც ყოფილ პოლიციელს მისი მისამართით გასროლაში ადანაშაულებს აღკვეთის ღონისძიების შეცვლას არ აპროტესტებს. ამბობს, რომ მისი მიზანი, მხოლოდ დევრიშაძის პოლიციის სისტემიდან გათავისუფლება იყო.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში