ინიციატივა ''ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში''

20 სექტემბერი 2017, 00:00 2574 ნახვა

     ინიციატივა “ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში”  საქართველოს სამ რეგიონში – კახეთში, აჭარაში, შიდა ქართლში, ასევე თბილისში ხორციელდება. პროგრამა   შესაბამისი, ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობების, ადგილობრივი ბიზნესის, თემებისა და მუნიციპალიტეტების ნარჩენების მართვის ინტეგრირებული სისტემის შემუშავების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.    

     პროგრამის ძირითადი მიმართულებებია ნარჩენების მართვის ინტეგრირებული სისტემის განხორციელება, ნარჩენების გადამამუშავებელი კერძო სექტორი, უკანონო განთავსების ჯარიმები და სატარიფო პოლიტიკა და საზოგადოებასთან ურთიერთობა.
 
   მეოთხე კომპონენტის, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების ფარგლებში, ნარჩენების მართვის თემატიკაზე, 14-15 სექტემბერს, ორდღიანი პრესტური გოდერძის უღელტეხილსა და კურორტ ბეშუმში მოეწყო. სამთავრობო, არასამთავრობო და მედიასექტორის წარმომადგენლებს პროექტის მიმდინარეობაზე ორგანიზაციის „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ (CENN) ნარჩენების გადამამუშავებელი კერძო სექტორის მიმართულების ხელმძღვანელი კახა რუხაია, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის გუნდის ხელმძღვანელი სალომე სულაბერიძე და რეგიონული კოორდინატორი აჭარაში კახაბერ გუჩმანიძე ესაუბრნენ. პრესტური პოტენციური პარტნიორების მოზიდვისა და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ინიციატივების ხელშეწყობად მოეწყო. 

მონაწილეებმა ბეშუმის ყოფილი ნაგავსაყრელიც დაათვალიერეს, რომელიც პროექტის ფარგლებში დასუფთავდა.
   პროექტის მეორე ფაზის  (WMTR II)   ფინანსურ მხარდაჭერას  აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და კავკასიის გარემოსცაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ახორციელებენ.   


თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი ნაგვასაყრელი პოლიგონი

 

 

ხორციელდება თუ არა ჩვენს რეგიონში ნარჩენების მართვა და ზოგადად როგორი უნდა იყოს რეგიონის სტრატეგია ამ მიმართულებით?!

ბაკურ ფარტენაძე
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში