პეტრე ზამბახიზის ბრიფინგი

15 ივნისი 2016, 00:00 4400 ნახვა

ნაციონალური მოძრაობის წევრი პეტრე ზამბახიძე 27 მაისს ბათუმში ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში 2 მამაკაცის დაკავების ფაქტს ეხმაურება. იგი შსს და გენინსპექციას მიმართავს გასაჯაროვდეს ის ვიდეო ჩანაწერები, რომელიც შემთხვევის ადგილზე კერძო ობიექტებზე განთავსებულმა ვიდეო კამერებმა დააფიქსირეს. დეპუტატი ირწმუნება, რომ მამაკაცებს იარაღი და ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს და ისინი უკანონოდ არიან დაკავებული. შსს-ს ინფორმაციით, აღნისნული პირები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე არიან დაკავებულები.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში