ციანიდის საქმის სამოტივაციო ნაწილი ცნობილია

19 სექტემბერი 2017, 00:00 2347 ნახვა

ე.წ. ციანიდის საქმეზე მოსამართლის განაჩენის სამოტივაციო ნაწილი ცნობილია. გადაწყვეტილების დასაბუთებას, 64 გვერდიან დოცუმენტს, ადვოკატები ამ წუთებშიც ეცნობიან. გიორგი მამალაძის ინტერესების დამცველები აცხადებენ, რომ მოსამართლემ მხოლოდ პროკურატურის მტკიცებულებები გაითვალისწინა და გამამტყუნებელი განაჩენი დაუსაბუთებლად გამოიტანა.

მიხეილ რამიშვილი ამბობს რომ მოსამართლეს მოტივად მხოლოდ განაწყენება და თანამდებობრივი დაქვეითება აქვს დასახელებული. დასაბუთება პროკურატურასაც ცოტა ხსნის წინ ჩაბარდა, უწყებაში ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. ადვოკატები გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.  5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა, საქმის მუხლი გადააკვალიფიცირა და ბრალდებულს, ანგარების ნაცვლად შორენა თეთრუაშვილის მიმართ შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებაში დასდო ბრალი. გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

ამავე კატეგორიაში