ხანძრის  მცირე კერების ლიკვიდაცია

17 სექტემბერი 2017, 00:00 1816 ნახვა

სოფელ კვატიაში სამსმელოს მთაზე ხანძრის ქრობის პროცესი გრძელდება. აჭარის მაღალმთიანეთის მაჟორიტარის დეპუტატის ინფორმაციით სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ანზორ ბოლქვაძის თქმით, ცეცხლის არეალი არ გაფართოებულა.

 ცეცხლი  200 დან 400 მდე   კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. სამაშველო სამსახურის   ინფორმაციით, მდგომარეობა საგანგაშო არ არის. ადგილზე  იმყოფებიან სატყეო სააგენტოს თანამშრომლები , მეხანძრე მაშველები, პოლიცია  და ადგილობრივი მოსახლეობა.რაც შეეხება შავნაბადას, იმ ლოკაციაზე სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში ცეცხლის კერა იყო ისევ ღვივდება. ამ დრომდე ცეცხლის სრული ლიკვიდაცია ვერ ხერხდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი