საგამოძიებო მოქმედებები

16 სექტემბერი 2017, 00:00 6542 ნახვა

სარფის სასაზღვრო პუნქტის გადმოკვეთისას საქართველოს მოქალაქე დააკავეს,  რომელიც ჩემოდნით 27 წლის ქალის გადმოყვანას ცდილობდა. ინფორმაციას და ვიდეომასალას თურქული ტელეარხი მილიეთ-ტვ ავრცელებს.

საპასპორტო კონტროლის დროს, 46 წლის კაცმა თურქი მებაჟეების ყურადღება დიდი ჩემოდნით მიიქცია. ჩემოდანში აღმოჩენილ რუს ქალს ყალბი პასპორტი ჰქონდა და მას თურქეთის ტერიტორიის დატოვება ეკრძალებოდა. ამჟამად თურქეთის პოლიცია დაკავებულის  ვინაობის  დადგენას ცდილობს.

ამავე კატეგორიაში