სხალთის მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად დღეს ბავშვები სკოლაში არ გაუშვა

15 სექტემბერი 2017, 00:00 3543 ნახვა

სხალთის სკოლის 25 მოსწავლე მშობლებმა პროტესტის ნიშნად სკოლაში არ გაუშვეს. მათ ამ ფორმით, შუახევიჰესის მშენებლობის შედეგად მიყენებული ზარალი გააპროტესტეს. მოსახლეობის ინფორმაციით, სოფელში რამდენიმე კილომეტრიანი გვირაბმა მოსავალი შეამცირა, სახლები დაიბზარა და ეროზიული პროცესები დააჩქარა. სხალთაში მცხოვრები ათობით ოჯახი ამ წუთებშიც სოფლის ცენტრში იმყოფება და საპროტეტსო აქციას მართავს. ისინი მუნიცაპილეტეტის გამგებელთან შეხვედრას ითხოვენ.

მათივე ინფორმაციით ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ხულოს რესურს-ცენტრის უფროსი ედუარდ მიქელაძე განმარტავს, რომ სხალთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა და მუნიციპალიტეტის სხვა სკოლების მსგავსად ჩვეულ  რეჟიმში დაიწყო თუმცა აქვე აღნიშნა, რომ სკოლაში მოსწავლეები მხოლოდ რამდენიმე მშობელმა არ გაუშვა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში