ლიბიაში დაკავებულ მეზღვაურთა შორის ერთი ბათუმელია

14 სექტემბერი 2017, 00:00 7097 ნახვა

ლიბიაში დაკავებულ მეზღვაურთა შორის ერთი ბათუმელია - ინფორმაციას ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ. ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი გემი ლიბიის სანაპირო დაცვის სამსახურმა 30 აგვისტოს დააკავა. ეკიპაჟის 11 წევრიდან 3 ქართველია, მათ შორის არის კაპიტანი.  გემს სახელწოდებით REX  სავარაუდოდ აკრძალული ტვირთი გადაჰქონდა.

დაკავების შესახებ ინფორმაცია საქართველოს საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს ერთ-ერთი მეზღვაურის ოჯახმა მიაწოდა. უწყების ცნობით, ერთი მეზღვაური ბათუმში ცხოვრობს.  უცნობია რომელი ქვეყნის წარმომადგენლები არიან ეკიპაჟის დანარჩენი წევრები. გემი ამჟამად ქალაქ ტრიპოლში დგას.

   ინტერნეტ გამოცემა „ლიბია ჰერალდი“ წერს, რომ ლიბიის სანაპირო დაცვის ინფორმაციით გემს 1 მილიონ 160 ათასი ლიტრი საწვავი გადაჰქონდა. მას რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. უწყების თანამშრომელი ირწმუნება, რომ საქმიანობა კონტრაბანდას უკავშირდება.  სანაპირო დაცვის სხვა წარმომადგენლის ინფორმაციით გემს რამდენიმე დღის განმავლობაში მართლაც უთვალთვალებდნენ, თუმცა რა ტვირთი გადაჰქონდა ჯერ-ჯერობით  უცნობია.

https://www.libyaherald.com/2017/08/31/another-tanker-detained-by-libyan-coastguard-plus-a-trawler/

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში