მაჭახლის ხეობის მცხოვრებთა პროტესტი

14 ივნისი 2016, 00:00 2727 ნახვა

მაჭახლის ხეობაში საპროტესტო აქციები გრძელდება. ადგილობრივები კომპენსაციის მიღებასთან ერთად სხვა მოთხოვნებსაც ასახელებენ, რომლის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ.. მოსახლეობის ინფორმაციით, აქციების ფონზე ჰესის მშენებლობა შეჩერებულია და თურქული კომპანია "????? ?????? 2007-ის წარმომადგენლები ადგილზე არ გამოჩენილან. მოსახლეობა საკითხზე სასაუბროდ ჰესის მშენებელ კომპანიასთან და რეგიონის მთავრობის წევრებთან ერთობლივ შეხვედრას ითხოვს. ჩვენ ჰესის მშენებელ კომპანიასთან რამდენჯერმე ვცადეთ დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ. შეგახსენებთ, საპროტესტო აქცია მოსახლეობამ გუშინაც გამართა. მათ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში უპასუხეს. უწყების ინფორმაციით, ადგილობრივებს, რომელთა მიწის ნაკვეთები საკუთრებაში აქვთ, კომპენსაცია უახლოეს მომავალში გადაეცემათ.

ამავე კატეგორიაში