სპორტი მთავარში

13 სექტემბერი 2017, 00:00 2034 ნახვა

ფუტსალის ევრო 2018-ის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები სტუმრად რუმინეთს დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. პირველი ნახევარი კურტანიძისა და კაკაბაძის გოლებით ჩვენმა გუნდმა 2:0 მოიგო. მეორე ტაიმში კი, რუმინელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა, ვალადარეშმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ევრო 2018-ის პლეი-ოფის განმეორებით შეხვედრას თბილისი 26 სექტემბერს უმასპინძლებს. მატჩი 20:30 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული გუნდი 2018 წელს სლოვენიაში გასამართი ევროპირველობის საგზურს მოიპოვებს.

გუშინ  ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩები გაიმართა.  ცენტრალურ მატჩში ბარსელონამ  საკუთარ მოედანზე ტურინის იუვენტუსს უმასპინძლა და დამაჯერებელი ანგარიშით 3:0 დაამარცხა. ოლიმპიაკოსმა კი სახლში სპორტინგთან დათმო შეხვედრა 2-3. ჩელსიმ   აზერბაიჯანული ყარაბაღი 6:0 გაანადგურა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებულმა მანჩესტერ იუნაიტედმა ბაზელს სძლია ანგარიშით 3:0 უხვგოლიანი იყო სელტიკისა და პსჟ - ს შორის დაპირისპირებაც. გლაზგოელებმა პარიზელებისგან  5 უპასუხო გოლი მიიღეს. ბაიერნმა იოლად მოუგო ალიანს არენაზე ანდელრლეხტს 3:0. ბენფიკა - ცსკა 1-2..  რომა - ატლეტიკოს მატჩში კი უგოლო ფრე დაფიქსირდა.დღეს თბილისის დროით 23:45 საათზე ჩემპიონთა ლიგის კიდევ 8 შეხვედრა  დაიწყება. ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ტურის მატჩებო 26-27 სექტემებრს გაიმართება.

გუშინ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა. ხონის „იმერეთმა“ საკუთარ მოედანზე“ თბილისის „ნორჩ დინამოს“ უმასპინძლა და პენალტების სერიაში დაამარცხა მეტოქე. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა, 11-მეტრიანები კი, უკეთ მასპინძლებმა შეასრულეს.  იმერული კლუბისთვის ეს ისტორიული შედეგია, გუნდი არსებობის განმავლობაში საქართველოს თასის ნახევარფინალში პირველად იასპარეზებს. მეორე მეოთხედფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს თბილისის „შევარდენი 1906“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდნენ. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა და ქუთაისელთა გამარჯვებით 1:2 დასრულდა. თასის მეოთხედფინალი ეტაპის დარჩენილი ორი შეხვედრა დღეს გაიმართა. „რუსთავი“ საკუთარ მოედანზე თბილისის „დინამოს“ შეხვდა და მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობა აქაც თერმეტმეტრიანებმა გადაწყვიტა. ძირითადი დრო 0 0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი დინამოელებმა იმარჯვეს. მეორე მეოთხედფინალში საჩხერის „ჩიხურამ“ გორის „დილას“ 3;0 სძლია. 

გუშინ ევრობასკეტის პირველი ნახევარფინალური წყვილის ვინაობა გაირკვა, ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი სლოვენიას შეხვდება, ესპანელებმა გერმანია ანგარიშით 84-72 დაამარცხა, სლოვენიამ კი ლატვიას 103 97 მოუგო. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საბერძნეთისა და რუსეთის ნაკრების მეოთხედფინალური მატჩი.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში წიგნის - „რობერტ შავლაყაძე-ოლიმპიური სიმაღლე“ - პრეზენტაცია გაიმართა.უხვად ილუსტრირებული წიგნი საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ გამოიცა. პრეზენტაციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, სამინისტროს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები, სპორტული ფედერაციების მესვეურები, ვეტერანი სპორტსმენები და გულშემატკივრები დაესწრნენ. შეგახსენებთ, რომ რობერტ შავლაყაძე რომის ოლიმპიადის ერთ-ერთი მთავარი სენსაციის ავტორია. სწორედ ქართველი სპორტსმენი აღმოჩნდა ის პირველი ევროპელი სპორტსმენი, რომელმაც  სიმაღლეზე ხტომაში ამერიკელთა მრავალწლიანი ჰეგემონია დაამხო და ოლიმპიური რეკორდი თავად დაამყარა.  ქართველ მძლეოსანს სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება 1960 წელს მიენიჭა.რობერტ შავლაყაძე ვახტანგ გორგასლის II ხარისხის, ღირსების და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენების კავალერი გახლავთ.

ამავე კატეგორიაში