“შშმ პირთა უფლებებისათვის” ინიციატივა

14 ივნისი 2016, 00:00 3144 ნახვა

შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა რეაბილიტაციის ცენტრ ''თანაში''. ცენტრის აღსაზრდელებმა სპეციალური საკონცერტო პროგრამა წარადგინეს. დღეს მათ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები სტუმრობდნენ, რომლებმაც პატარებს ტკბილელი მიართვეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო შშმ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით რამდენიმე პროგრამას ახორციელებს, რომელშიც 500-ზე მეტი მოზარდია ჩართული. პროგრამების განსახორციელებლად დაახლოებით 758 ათასი ლარია გამოყოფილი. თანას აღსაზრდელებს საჩუქრები ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლებმაც გადასცეს. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი