საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია დასრულდა

08 სექტემბერი 2017, 00:00 2723 ნახვა

დასრულდა იმ პოლიტიკური პარტიების განაცხადების მიღება, რომლებსაც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საარჩევნო ბლოკით სურთ მონაწილეობა. ცესკო-ში სულ 5 განაცხადი შევიდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მათგან ორი უკვე რეგისტრირებულია, სამი კი რეგისტრაციის პროცესში. უკვე რეგისტრირებულია სარჩევნო ბლოკი - „ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო“ და საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე -ერთობა ახალი საქართველო“.

შოთა მალაშხიას „საქართველოს ქრისტიან - კონსერვატიულ პარტიასთან“ და ბაჩუკი ქარდავას „ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასთან“ ბლოკს ქმნის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ასევე რეგისტრაციის პროცესშია საარჩევნო ბლოკი - „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ განაცხადი და საარჩევნო ბლოკი სახელწოდებით „სახალხო - ხალხის ერთსულოვნება“

ამავე კატეგორიაში