73 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები არჩეულია

08 სექტემბერი 2017, 00:00 2527 ნახვა

საოლქო საარჩევნო კომისიებმა ქვეყნის მასშტაბით საუბნო საარჩევნო კომისიის 21 ათას  758 წევრი აირჩიეს. ცესკო-ს პრესსპიკერის ინფორმაციით,  46 ადგილი ვაკანტური რჩება, რომლებიც ანა მიქელაძის თქმით, ხელახლა გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე შეივსება.

მიქელაძე აცხადებს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების არჩევის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა და მას  ყველა დაინტერესებული მხარე ესწრებოდა.  საუბნო საარჩევნო კომისიის 13 წევრიდან 6-ს საოლქო კომისიები, დანარჩენს კი პოლიტიკური პარტიები ირჩევენ. ბრიფინგზე არჩეული კომისიის წევრების კვალიფიკაციაზეც გამახვილდა ყურადღება.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში