წყავროკის მოსახლეობის აქცია

13 ივნისი 2016, 00:00 4042 ნახვა

შიდა სასოფლო გზის მოწესრიგების მოთხოვნით, ქობულეთში დღეს კიდევ ერთი აქცია გაიმართა. სოფელ წყავროკის მოსახლეობა გამგეობასთან შეიკრიბა. მოგვიანებით მოსახლეობა ნაციონალური მოძრაობის წევრებთან ერთად პრობლემებზე სასაუბროდ გამგებელს შეხვდა. შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. გამგებელის ინფორმაციით გზის მოწესრიგება 2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის, თუმცა შესაძლოა მოასფალტება ეკონომიების ხარჯზე მოხდეს. 

ამავე კატეგორიაში