ანატოლი   კაჭარავას   ბიუსტი

01 სექტემბერი 2017, 00:00 4294 ნახვა

ლეგენდარული კაპიტნის ანატოლი კაჭარავას საფლავზე მისი ბიუსტი ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიას მისი შვილი დოდო კაჭარავა და ახლობლები დაესწრნენ.

მეორე მსოფლიო ომის მებრძოლისა და შორეული ნაოსნობის კაპიტნის საფლავი დღეს ყვავილებით შეამკეს და  ომის ის ფრაგმენტები გაიხსენეს, სადაც კაპიტანი კაჭარავა მონაწილეობდა. ანატოლი კაჭარავა 1982 წელს გარდაიცვალა. იგი ამავდროულად არის საქართველოს საზღვაო ნაოსნობის დამფუძნებელი.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში