ერთი წელი 13 ივნისის სტიქიიდან

13 ივნისი 2016, 00:00 4391 ნახვა

13 ივნისის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 22 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათგან ორი დღემდე დაკარგულად ითვლება. სტიქიური უბედურება 2015 წლის 13 ივნისს, გვიან ღამით დაიწყო - მთლიანად დაიტბორა სვანიძის ქუჩა, სანახევროდ დაინგრა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, წყალმა დაფარა გმირთა მოედანი და ”მზიურის“ პარკი. წყალდიდობის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი. უსახლკაროდ დარჩა რამდენიმე ათეული ოჯახი. წყალდიდობიდან 1 წლისთავზე თბილისის ზოოპარკმა საჩუქრად 45 ახალი ცხოველი მიიღო. დღეს ზოოპარკში შესვლა უფასოა, მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია საქველმოქმედო ღონისძიებები და გამოფენები. 

ამავე კატეგორიაში