“ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ ჯანელიძეს იბარებს

29 აგვისტო 2017, 00:00 1966 ნახვა

ბორჯომის ხეობაში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში რუსეთისთვის დახმარების თხოვნა გახდა პარლამენტში ხელისუფლების წარმომადგენლების დაბარების მიზეზი. ნაციონალური მოძრაობის წევრები საგარეო საქმეთა მინისტრის მისვლასაც ითხოვენ.

სალომე სამადაშვილის განცხადებით,  ხელისუფლების წარმომადგენლები, ტყუოდნენ როდესაც ამბობდნენ, რომ არანაირი პირდაპირი მოთხოვნა რუსეთისთვის არ გაგზავნილა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, კი პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის მისვლას საჭიროდ არ მიიჩნევს.

ამავე კატეგორიაში