დედამიწაზე ყველაზე მშრალი ადგილი მოულოდნელად აყვავილდა

27 აგვისტო 2017, 00:00 6267 ნახვა

ატაკამის უდაბნო, რომელიც მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში და დედამიწაზე ყველაზე მშრალი ადგილია აყვავილდა. ნალექის დეფიციტის გამო უდაბნო ჩვეულებრივ 7 წელიწადში ერთხელ ყვავილობს. თუმცა იმის გამო, რომ 2015 წელს უკვე იყო ყვავილობის პერიოდი, წელს უკვე აღარ ელოდებოდნენ მსგავსს სიურპრიზს.


აღსანიშნავია ისიც, რომ უდაბნოში წელიწადში საშუალოდ მხოლოდ 15 მმ-ზე ნაკლები ნალექი მოდის და ის ფაქტობრივად სტერილურია, რადგან ტენისგან ბლოკირებულია ორივე მხრიდან,აღმოსავლეთით ანდების მთებით და დასავლეთიდან ჩილეს სანაპირო მთათა სისტემით. სანაპირო რეგიონის ჰაერის ინვერსია, რომელიც წარმოქმნილია ჰუმბოლდტის ცივი დინებითა და წყნაროკეანური ანტიციკლონის შედეგად, ატაკამის უდაბნოს ასეთი სიმშრალის უპირველესი მიზეზია.


თუმცა 2017 წელი გამონაკლისი აღმოჩნდა და დაფიქსირდა ძლიერი ნალექი, რაც ზოგადად მსგავსი ტერიტორიისთვის უჩვეულოა. როგორც მეცნიერები განმარტავენ უდაბნოს აყვავილების მიზეზიც ეს არის.

წყარო www.bbc.com/news/world - www.nationalgeographic.com

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი