ფერმერები თხილის  რეალიზაციის  პრობლემაზე საუბრობენ 

25 აგვისტო 2017, 00:00 1985 ნახვა

ქობულეთში მიმღები პუნქტების  ნაწილმა თხილის მიღება შეაჩერა. გლეხები ამბობენ, რომ ქალაქში ჩამოტანილ თხილს ვერ აბარებენ. მიმღებ პუნქტებში საპირისპიროს ამტკიცებენ, რომ თხილი გაფუჭებულია და მიღება ამ მიზეზით შეაჩერეს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ რეალიზაციის  საკითხს და ფასს ბიზნეს სექტორი არეგულირებს. მათი ინფორმაციით, თხილის მიღება  შეჩერებული არ არის. 

ამავე კატეგორიაში