სტიქია დაბა ურეკში

23 აგვისტო 2017, 00:00 2982 ნახვა

დაბა ურეკში  ძლიერმა წვიმამ და ქარმა ხეები მოგლიჯა, დააზიანა ავტომანქანები, ელექტროსადენები, დაიტბორა სახლების პირველი სართულები, ელექტრო ენერგიის გარეშე იყო 650-მდე აბონენტი დარჩენილი. 
სტიქიის შედეგად მიყნებული ზარალის დათვლა დღეს მოხდება განმარტავს მუნიციპალიტეტის გამგებელი. მერაბ ჭანუყვაძის იფორმაციით  სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ სპეციალური შტაბი  მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. 

ძლიერმა ქარმა დაბა ურეკში ხეები მოგლიჯა. დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იყო საავტომობილო გზა გადაკეტილი.

სტიქიამ ზიანი მიაყენა ადგილობრივებს. მოგლეჯილი ხეები საცხოვრებელ სახლებს დაეცა.

5 სახლის და ერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა სტიქიის დროს ურეკში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი