ძლიერი წვიმის საშიშროება კვლავ ნარჩუნდება

23 აგვისტო 2017, 00:00 2805 ნახვა

საქართველოს ტერიტორიის დასავლეთ ნაწილზე, განსაკუთრებით შავი ზღვის სანაპირო კურორტებზე ინტენსიურად ვრცელდება გრილი და ნოტიო ჰაერის მასების მძლავრი ნაკადი, რის გამოც ლოკალურად უკვე აღინიშნება ცალკეულ რეგიონებში ძლიერი წვიმა და ქარი.

სინოპტიკოსების პროგნოზით ძლიერი წვიმის საშიშროება დასავლეთ საქართველოში დღეს გამთენიოს და ხვალ დღის მანძილზე შენარჩუნდება. ყველაზე მკვეთრად ამინდის გაუარესება სანაპირო კურორტებზეა მოსალოდნელი.

ამავე კატეგორიაში