აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - გამოხმაურება

16 აგვისტო 2017, 00:00 2357 ნახვა

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკა საქართველოს – როგორია რელიგიური თავისუფლება ქვეყანაში? ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ კონსტიტუციით დაცული რელიგიის თავისუფლების მიუხედავად, ქვეყანაში მართლმადიდებელი ეკლესია პრივილეგირებულია. 

დოკუმენტში ნახსენებია ქობულეთის მუსლიმთა პანსიონი, სასამართლოს გადაწყვეტილება და ის რომ, სასწავლებელი ვერ იხსნება. პანსიონს ლიცენზიის მისაღებად წყლის და კანალიზაციის სისტემაზე დაერთება ესაჭიროება, ამისთვის ფულიც გადაიხადეს, თუმცა გამგეობა სისტემაზე არ აერთებს და არც კომენტარს აკეთებს. 

ამერიკის დეპარტამენტის ანგარიშში იმაზეცაა საუბარი, რომ ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში