რელიგიის თავისუფლება საქართველოში - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

16 აგვისტო 2017, 00:00 2390 ნახვა

ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე შეთანხმების ვერ მიღწევა და ქობულეთში მედრესეს გახსნაზე უარი, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა.

როგორც რელიგიის თავისუფლების შესახებ დოკუმენტშია აღნიშნული, იმის მიუხედავად, რომ კონსტიტუცია რელიგიის სრულ თავისუფლებას, ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნას, განურჩევლად აღმსარებლობისა ყველას თანასწორობას ითვალისწინებს და რელიგიურ ნიადაგზე დევნას კრძალავს, საქართველოში კანონი და პოლიტიკა უპირატესობასა და პრივილეგიებს მართლმადიდებელ ეკლესიას ანიჭებს. უწყების ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში, 2016 წელს საქართველოში რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი 19 საქმეა მოყვანილი. 

ამავე კატეგორიაში