ბარსელონა 1:3 მადრიდის რეალი [ვიდეო]

14 აგვისტო 2017, 00:00 2588 ნახვა

კატალონიაში ესპანეთის სუპერთასის პირველი ფინალური შეხვედრა გუშინ გაიმართა, სადაც ესპანეთის თასის გამარჯვებული (ბარსელონა)  და ესპანეთის ჩემპიონი (რეალი) ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ბარსელონამ მადრიდის ''რეალთან'' თამაში 1:3 დათმო.

შეხვედრის პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმის 50-ე წუთზე პიკემ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. 77-ე წუთზე ''რეალის'' გოლკიპერმა ნავასმა თამაშის წესები ლუის სუარესთან ორთაბრძოლაში დაარღვია. თერთმეტმეტრიანი კი ზუსტად შეასრულა ლიონელ მესიმ და ანგარიში გაათანაბრა.  სულ მალევე, მე-80 წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა რონალდუმ დააწინაურა ''ბლანკოსები'' და ორ წუთშივე მოედანი მსაჯის გადაწყვეტილებით სიმულიაციისთვის დატოვა, რაც იმას ნიშნავს რომ ის მომდევნო შეხვედრას ''სანტიაგო ბერნაბეუზე'' გამოტოვებს. თამაშს წერტილი შორეული დარტყმით ასენსიომ დაუსვა, რომელიც ასევე შეცვლაზე შემოვიდა.

განმეორებითი შეხვედრა ''ბერნაბეუზე'' 17 აგვისტოს გაიმართება.

ბაკურ ფარტენაძე
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში