ღრუბლებმა სახელწოდებით ,,აპოკალიფსი“ კალიფორნიის სანაპიროს გადაუარა

10 აგვისტო 2017, 00:00 5210 ნახვა

მეტეოროლოგიური პარამეტრების მკვეთრი ცვლილების გამო, კალიფორნიაში სანტა - კრუზის სანაპიროზე  დიდი ზომის ღრუბლების  მასა  წარმოიქმნა. ღრუბლებს სიდიდისა და უჩვეულო ფორმის გამო ,,აპოკალიფსური” უწოდეს. 

ჰაერის მასები ოკეანის სიღრმიდან სანაპიროსკენ სწრაფად მოძრაობდა. თვითმხილველების თქმით, რამდენიმე წუთის განმავლობაში  დაბნელდა, იყო ძლიერი ხმაური და ქარი. როგორც მეტეოროლოგები განმარტავენ, ასეთი დიდი ზომის ღრუბლების წარმოქმნის წინაპირობაა- ცივი პრონტალური ჰაერის მასებისა და არსებული შტორმული პროცესების თანხვედრა.

წყარო :SPACE WEATHER PREDICTION CENTER

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში