“გარემო ევროპისათვის”-კონფერენციის მეორე დღე

09 ივნისი 2016, 00:00 3896 ნახვა

მწვანე ეკონომიკის განვითარებით ეკოლოგიური საფრთხეების შემცირებაზე მსჯელობა მინისტრების დონეზე ბათუმში გრძელდება. აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიისა და კავკასიაში მწვანე აქტივობების მნიშვნელობაზე ასობით დელეგატი მთელი დღის განმავლობაში ისაუბრებს და განიხილავენ გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების გზებს. გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის კონფერენციის მონაწილეების მთავარი მიზანი ტექნოლოგიური რევოლუციების ეპოქაში მდგრადი განვითარებაა. კომისიის მთავარი ამოცანა მწვანე ეკონომიკა ქვეყნებისთვის შემოსავლის ზრდას გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებით ითვალისწინებს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში