მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

07 აგვისტო 2017, 00:00 7042 ნახვა

ხელვაჩაურის სოფელ ზედა სამებაში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 5 აგვისტოს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სამებაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა 1983 წელს დაბადებული კაცი რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე, ტაქსით გადაადგილებისას დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ოჯახის ახლობლების განცხადებით, გარდაცვლილი და  ბრალდებული მეგობრები იყვნენ.

ამავე კატეგორიაში