მერაბ ღოღობერიძეს მედიკოსების დახმარება დასჭირდა

07 აგვისტო 2017, 00:00 2952 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ მედიკოსები მივიდნენ.  ადვოკატების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოცხადებული შესვენების დროს, მერაბ ღოღობერიძემ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. ადვოკატი პაატა შავაძე აცხადებს, რომ ბრალდებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

11-12 მარტის მოვლენების ორგანიზებაში ბრალდებული აცხადებს, რომ მას გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება. „დღეს  ოპერაცია უნდა გამეკეთებინა, მაგრამ პროცესის გამო უარი ვთქვი. ჩემი მიზანი არ არის სასამართლოს თავი ავარიდო. ქირურგიული ჩარევის შემდეგ,  ქუთაისიდან ბათუმში ხშირი ტრანსპორტირება შეუძლებელი იქნება. ძალიან გთხოვთ აღნიშნული მდგომარეობა გაითვალისწინოთ“ - აცხადებს ღოღობერიძე.მისი თქმით, საპატიმრო დაწესებულებაში სამედიცინო პირობები არ არის და იქ მკურნალობაც შეუძლებელია.  „მომეცით საშუალება ოპერაცია ჩემს მიერ შერჩეულ კლინიკაში ჩამიტარდეს" - ამბობს მერაბ ღოღობერიძე.

 დღევანდელ პროცესზე მერაბ ღოღობერიძის ადვოკატმა  სამედიცინო დასკვნაც წარმოადგინა.  მისი  ინფორმაციით,  დოკუმენტში წერია, რომ ბრალდებულს გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება. სწორედ ამ და სხვა გარეომოებების გამო დაცვის მხარე, ახალი მტკიცებულების დასაშვებობასა და პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდებას ითხოვდა.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში