სიცხის უმაღლესი წითელი დონე ევროპის 10 ქვეყანაში გამოცხადდა

05 აგვისტო 2017, 00:00 4251 ნახვა

იტალიის შემდეგ ანტიციკლონ ,,ლუციფერის“ გავლენით ევროპის 10 ქვეყანაში - ჩერნოგორია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია, სერბეთი, უნგრეთი, რუმინეთი, პოლონეთი, შვეიცარია და სლოვენია სიცხის უმაღლესი კატეგორია წითელი ნიშნული გამოცხადდა. სითბოს ტალღა, რომელიც ანტიციკლონ ,,ლუციფერის“ სახელწოდებითაა ცნობილი 2 ადამიანი იმსხვერპლა.

ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს -ესპანეთში, საფრანგეთში, საბერძნეთში, მაკედონიასა და ბულგარეთში. შესაბამისად აღნიშნული ქვეყნებში სიცხის მეტეოროლოგიური კატეგორიის ნარინჯისფერი ნიშნულია გამოცხადებული.ევროპის აღნიშნული ქვეყნებისთვის, მსგავსი მაღალი ტემპერატურა და მშრალი ამინდი ბოლოს 2003 წელს აღინიშნა.

წყარო - gismeteo.com. swpc.noaa.gov - SPACE WEATHER PREDICTION CENTER

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში