მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში

04 აგვისტო 2017, 00:00 2511 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ოფიციალურ ვარშავას მიმართა. ექსპრეზიდენტი დღეს მედიასაშუალებებმა ვარშავაში დააფიქსირეს, შესაბამისად გაჩნდა კითხვა - როგორ შეძლო მოქალაქეობის არმქონე მიხეილ სააკაშვილმა შეერთებული შტატების დატოვება და პოლონეთში ჩასვლა.

ცოტა ხნის წინ მას უკრაინამ მოქალაქეობა გაუუქმა, შესაბამისად, შეჩერებულია პასპორტის მოქმედებაც. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საქართველოს ექს - პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი პოლონეთში რამდენიმე დეპუტატის მიწვევით ჩავიდა.

ამავე კატეგორიაში