ტურნირი ფრენბურთში

04 აგვისტო 2017, 00:00 1478 ნახვა

ბათუმში სტარტი აიღო ფრენბურთში თემურ ზაქარაძის სახელობის ტურნირმა.  ბულვარში, ქვიშის მოედანზე შეჯიბრება სამ დღეს გაგრძელდება. მასში რვა გუნდი მონაწილეობს.

სპორტული ღონისძიება წელს პირველად მეგობრების და ახლობლების ინიციატივით ტარდება, რომელიც  ტრადიციულ სახეს მიიღებს.  გამარჯვებულებს სიგელები, მედლები და თემურ ზაქარაძის სახელობის თასი გადაეცემათ. თემურ ზაქარაძე აჭარის ფრენბურთის ნაკრების წევრი იყო.

ამავე კატეგორიაში