დაკავება  ნარკოდანაშაულის  ფაქტზე

04 აგვისტო 2017, 00:00 2404 ნახვა

სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე ბათუმში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 360 აბი და 79 ნატეხი ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში