პუტინის პოლიტიკა აფხაზეთში

03 აგვისტო 2017, 00:00 2050 ნახვა

ახლოვდება რუსეთ-საქართველოს ომის მე-9 წლისთავი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ე.წ. ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში. საერთაშორისო ნორმების დარღვევა და ძალისმიერი მეთოდებით ტერიტორიების დაკანონება - ასე აფასებს ოფიციალური თბილისი რუსეთის ქმედებებს. ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ეს არის პასუხი მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტსა და შტატების ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაზე.

კონგრესის მიერ მიღებული და დონალდ ტრამპის ხელმოწერილი კანონით რუსეთს სანქციები დაუწესდა, რასაც ყოფილი პრეზიდენტი, ახლა კი პრემიერი დიმიტრი მედვედევი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თეთრ სახლთან ურთიერთობის გაუმჯობესების იმედს ბოლო მოეღო. როგორ დაიცავს მოსკოვი საკუთარ ინტერესებს, რაშიც პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს და რა იქნება მომდევნო ნაბიჯი, ამას მომავალი გვიჩვენებს. მანამდე კი ვნახოთ რა გამოხმაურება მოჰყვა ოკუპირებულ აფხაზეთში ვლადიმერ პუტინის შესაძლო ე.წ. ვიზიტს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში