სარფში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

28 ივლისი 2017, 00:00 2605 ნახვა

დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სარფში ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომობილის ჩხრეკისას „მდმა“-ს შემცველი 74 აბი და ამფეტამინის შემცველი 17 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატები საქართველოში თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოჰქონდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი