ტემპერატურამ შესაძლოა 42 გრადუსს მიაღწიოს

26 ივლისი 2017, 00:00 2655 ნახვა

მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზსს. სინოპტიკოსების  ვარაუდით, დასავლეთ საქართველოში შესაძლოა ჰაერის ტემპერატურამ  42 გრადუსს მიაღწიოს. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

მედიკოსები მოგვიწოდებენ მაღალი ტემპერატურის დროს შევინარჩუნეთ სახლში სიგრილე და თავი შევიკავოთ  ქუჩაში გადაადგილებისგან, ასევე მივიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა. ასევე რეკომენდაციაა არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში.

►ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუიდი ან ქოლგა.

 ►რეკომენდაციების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელის ასაკს გადაცილებული ადამიანებისათვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ.

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში