მედიკოსები მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავენ

26 ივლისი 2017, 00:00 8995 ნახვა

ზღვისპირა ქალაქში, მომდევნო ორი დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. მედიკოსები მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავენ. შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე. ღამით გააღეთ ფანჯრები და დილამდე დატოვეთ.  მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელების გარდა.


დღის ყველაზე ცხელ პერიოდში ქუჩაში გასვლას მოერიდეთ. ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი და მზისგან დამცავი სათვალე. თუ თქვენ იგრძენით თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, სასწრაფოდ გადაინაცვლეთ გრილ ადგილას და  სხეულის ტემპერატურა გაიზომეთ.მედიკოსები გირჩევენ, თუ გაქვთ კუნთების მტკივნეული სპაზმი, საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება. თუ აღნიშნული სიმპტომები ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში