ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

22 ივლისი 2017, 00:00 3152 ნახვა

რამდენიმე საათის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, ჩაქვი-მახინჯაურის დამაკავშირებელ გვირაბთან. ერთმანეთს ორი  ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ერთი დაზარალებული ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში, მეორე კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.   

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის 5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის  დარღვევას   გულისხმობს, რამაც  ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში