სპორტი მთავარში

21 ივლისი 2017, 00:00 2294 ნახვა

• დასანანი მარცხი იწვნია საქართველოს 20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩში. მიუხედავად იმისა რომ ფავორიტად ჩვენი მოწინააღმდეგე ხორვატია მიიჩნეოდა შეხვედრის უმეტეს პერიოდში ქართველი კალათბურთელები ლიდერებოდნენ, მაგრამ როგორც ხშირად ხდება საქართველოს ნაკრებმა ბოლო წუთებში კონცენტრაცია დაკარგა და საბოლოო ჯამში მატჩი ხორვატთა გამარჯვებით ანგარიშით 74-71 დასრულდა. ქართველი კალათბურთელები 5-8 ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთვებიან და ხვალ 15:00 საათზე  პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებენ.

• ხვალ  ბათუმის სასპორტო სკოლაში სტარტს აიღებს საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი „ბათუმი - 2017“, 8, 10,12 და 14 წლის ვაჟებსა და გოგონებს შორის. ფესტივალში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეუძლია. ყველა ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებული პირველი ხუთეული  შესაბამისი ხარისხის დიპლომით და ფულადი პრიზით დაჯილდოვდება, პირველი სამეულს - მედლები, ხოლო პირველ ადგილზე გასულებს - თასები გადაეცემათ. ტურნირი აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერითა და აჭარის  ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. 

• დღეს განახლდა საქართველოს ეროვნული ლიგა ფეხბურთში, პირველ მატჩში ერთმანეთს თბილისის დინამო და ფოთის კოლხეთი ხვდებიან, ამ წუთებში ანგარიშია 0 – 0 . დანარჩენი გუნდები ხვალ და ზეგ ითამაშებენ, ჩვენ დავინტერესდით ჩემპიონატის აუტსაიდერ - ქობულეთის შუქურას სამომავლო გეგმებით და განხორციელებული ცვლილებებით. გიორგი სომხიშვილი, გელა გოგიტიძე, დავით ჩაგელიშვილი, ვლადიმერ მელნიჩენკო, რომან პომაზანი, ფელიპე ნუნიეში და მარსელო ანტონიო ეს იმ ფეხბურთელთა არასრული ჩამონათვალია ვინც შუქურას მდგომარეობა უნდა გამოასწოროს.  

• ქობულეთის შუქურას თემას, გუშინ ტელეკომპანია იმედის სპორტულ გადაცემაში საქართველოს სპორტის მინისტრმა ვლადიმერ ხეჩიკაშვილმა რამდენიმე განცხადება გააკეთა შუქურას მენეჯმენტთან დაკავშირებით. განცხადებების ძირითადი შინაარსი კლუბის მიერ არაეფექტურად დახარჯულ თანხები, განხორციელებული ტრანსფერები და ახალგაზრდული აკადემიის არ ქონა იყო. შუქურას პრეზიდენტმა რევაზ ჩელებაძემ დღეს ამ განცხადებებს ჩვენ ჟურნალისთან საუბრისას უპასუხა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი