ინფრასტრუქტურული სამუშაოები

15 ივლისი 2017, 00:00 2367 ნახვა

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქედაში. ამ დროისთვის დაბაში 6 პროექტი ხორციელდება. უკვე დასრულდა მდინარე აჭარისწყლის ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოასფალტდა 9 აპრილის ქუჩა და მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა, აღმაშენებლის ქუჩაზე კეთილმოეწყო მრავალბინიანი საცხოვრებლის ეზო, ამ ეტაპზე გზის გაფართოებითი სამუშაოები მიმდინარეობს.

კოსტავას ქუჩაზე პარკის კეთილმოწყობის შედეგ, დამოუკიდებლობის აქტის ერთ ერთი ხელმომწერი, ყადირ შერვაშიძის, ბიუსტი განთავსდება. ასევე დაგეგმილია რუსთაველის ქუჩაზე მდებარე პარკში ღია სცენის მოწყობაც. სამუშაოებისთვის 387 ათასი ლარია გამოყოფილი.

ამავე კატეგორიაში