ღოღობერიძე - ჩხვირკვიას სასამართლო პროცესი

15 ივლისი 2017, 00:00 2597 ნახვა

ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში  ირაკლი ჩხვირკვიასა და მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესი იწყება.  დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე შესავალ სიტყვას იტყვის, დაიკითხებიან მოწმეები, მათ შორის ერთ ერთი აქციის მონაწილეობაში ბრალდებული. წინა სხდომას მერაბ ღოღობერიძე არ ესწრებოდა,რის გამოც პროცესი გადაიდო.  

გასულ კვირას ჩატარებულ სასამართლო პროცესზე ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათასი ლარის, ხოლო მერაბ ღოღობერიძის დამცველები 50 ათასი ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ. მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.  საქმეს მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს. შეგახსენებთ დაკავებულებს ბრალი 11-12 მარტის ბათუმის მოვლენების დროს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში ედებათ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში