ბინები ეკომიგრანტებისთვის

05 ივლისი 2017, 00:00 2966 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამით საცხოვრებელ სახლს კიდევ 7 ეკომიგრანტი ოჯახი შეიძენს. ფართები უკვე შეარჩიეს, თანხას კი 25 ათასი ლარის ოდენობით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ''ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის'' პროგრამის ბიუჯეტიდან  გადაურიცხავს. იმ შემთხვევაში თუ საცხოვრებელი სახლი უფრო ძვირი ღირს დარჩენილ თანხას თავად ეკომიგრანტი დაფარავს.

პროგრამა-ს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2016 წლიდან ახროციელებს და უწყების ბიუჯეტში 3 მილიონი ლარია გათვალისწინებული. გასულ წელს აღნიშნული პროგრამით 96-მა ეკომიგრანტმა ისარგებლა.

ამავე კატეგორიაში