ბათუმში ზღვაში მამაკაცს ეძებენ

04 ივლისი 2017, 00:00 8829 ნახვა

ბათუმში ზღვაში 45 წლამდე მამაკაცს ეძებენ. წყალზე სამაშველო სამსახურის მაშველები და მყვინთავები მამაკაცს ქობულეთში, მწვანე კონცხის ტერიტორისა და ბათუმში ეძებენ. სამძებრო სამუშაოები გუშინ 21 საათიდან დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ბანაობდა. სანაპიროზე მისი პირადი ნივთებია ნაპოვნი.

ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში  უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემაც გაავრცელა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

სამძებრო სამუშაოებში რამდენიმე წუთის წინ ვერტმფრენიც ჩაერთო.

ამავე კატეგორიაში